20:01 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

რუსთავის ციხესთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთავის ციხესთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ  მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

 

აქცია, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

 

ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს
2021-11-06ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს

 

როგროც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, სამართალდამცველებმა აპარატურა წაიღეს და მოგვიანებით დააბრუნეს, რის გამოც აქციის დაწყების დრომ გადაიწია.

 

რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. პატრულმა გზა აქციის დაწყებამდე გადაკეტა.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის ციხეში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.

 

ასევე ნახეთ: პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

ავტორი: Prime Time

X