00:28 | 2021-04-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსთავში 13 წლის გოგო ფანჯრიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა

რუსთავში 13 წლის გოგო ფანჯრიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში 13 წლის გოგო მე-3 სართულიდან გადმოვარდა. როგორც „ინფო რუსთავს“ მოზარდის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.

 

არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

 

მშობლები მომხდარს შემთხვევითობას არ უკავშირებენ და სხვა ვერსია აქვთ. ეჭვის საფუძველს იძლევა ​სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.

 

ქართველი სამხედროები ავღანეთს​ დატოვებენ
2021-04-15ქართველი სამხედროები ავღანეთს​ დატოვებენ

 

ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის დირექტორის მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X