00:15 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

რუსთავში ბიჭის გამო გოგოებმა იჩხუბეს – დაზიანებულია მამაკაცის მანქანაც

რუსთავში ბიჭის გამო გოგოებმა იჩხუბეს – დაზიანებულია მამაკაცის მანქანაც

“ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ორმა გოგომ მამაკაცის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმათ.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთმა გოგომ იმ მამაკაცის მანქანაც დააზიანა, რომლის გამოც მოხდა ჩხუბი.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გოგონები გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ავტორი: Prime Time

X