
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ინფორუსთავის“ ცნობით, ინფიცირებულები დედა და მისი მცირეწლოვანი შვილები არიან. 2 წლამდე ბავშვსა და 3 თვის ჩვილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.
10 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 1143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.























