21:07 | 2021-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსთავში ნასვამი მძღოლი დრიფტაობდა – აი, რა მოხდა, როცა ადგილზე პატრული გამოჩნდა

რუსთავში ნასვამი მძღოლი დრიფტაობდა – აი, რა მოხდა, როცა ადგილზე პატრული გამოჩნდა

რუსთავში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და 2 მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი უყვება, რუსთავში ორი ახალგაზრდა მანქანით „დრიფტაობდა“, რა დროსაც პატრულმა მანქანის გაჩერება მოსთხოვა. დაუმორჩილებლობის გამო მათ პატრული აედევნა.

 

ჩემი და სამტრედიაში გათხოვდა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი... ძალიან წინააღმდეგი ვიყავი - ალეკო ელისაშვილი
2021-04-25ჩემი და სამტრედიაში გათხოვდა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი... ძალიან წინააღმდეგი ვიყავი - ალეკო ელისაშვილი

 

„როცა პატრულმა შეძლო და მანქანა გააჩერებინა, ამას მოჰყვა მანქანაში მყოფთა გაღიზიანება, არ ემორჩილებოდნენ პოლიციას. მძღოლი და თანმხლები პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მანქანის მინა ჩაამსხვრიეს. იმდენი ეკიპაჟი იყო ადგილზე, ვერც დავთვალე. ერთ-ერთი ამბობდა, სანამ ადვოკატი არ მეყოლება, ხმას არ ამოვიღებო“, – გვიყვება თვითმხილველი.

 

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X