
რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსნობის ღია პირველობა ჩატარდა.
ტურნირში, რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწეილეობდნენ. ღია პირველობაზე, სასკოლო ასაკის მოყვარულმა სპორტსმენებმა, 20 ადგილიანი ნავებით პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად 200 მეტრიანი დისტანცია დაფარავეს.
ტურნირში გამარჯვებულები რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაჯილდოეს. ტურნირს რუსთაველი ნიჩბოსანი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური იმედების გამარჯვებული ალექსანდრე წივწივაძეც ესწრებოდა.
ნიჩბოსნობა რუსთავში შესაბამისი ლანდშაფტის არსებობის გამო, სპორტის ტრადიციული სახეობაა, საზოგადოება ,,რუსთაველერბის“ ინიციატივით ნიჩბისნობის სკოლის ახალი შენობაც შნდება.
,,რუსთავში, ნიჩბოსნობის განვითარების მიმართულებით არსებული ტრადიციის აღდგენა დავიწყეთ. დღეს საზოგადოება ,,,რუსთაველების“ ხელშეწყობით, მოხდა ამ ტურნირის ჩატარება, ორგანიზატორი გახლავთ რუსთავის მერია. ჩვენ გვაქვს უნიკალური პარკი, უნიკალური ტბა, ძალიან მალე საზოგადოება ,,რუსთაველების“ ხელშეწყობით და ინვესტიციების მოზიდვით აქ აშენდება ნიჩბოსნობის სკოლა და რუსთავში უფრო მეტ ბავშვს ექნება საშუალება, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩაერთოს. მე მიხარია, რომ ტარდიციების აღდგენა გრძელდება, რა თქმა უნდა გვექნება ახალი ინიციატივები, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სკლებს შორის შეჯიბრი, რომელიც ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ნიჩბოსნობის ტრადიციის აღდგენას ისახავს მიზნად წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
რუსთავს სპორტის ამსახეობაში წარმატებული სპორტსმენები ჰყავს. რუსთაველია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ალექსი წივწივაძეც, რომელმაც თავისი წარმატებით რუსთაველ ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობით დაინტერესების ერთგვარი სტიმული მისცა.

,,ნიჩბოსნობაში გვყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძე და ერთ-ერთი მოტიავაცია, ამ ტურნირის მოწყობის სპორტის ამ სახეობის მეტი პოპულარიზაცია იყო. მიმდინარეობს ნიჩბოსნობის ახალი სკოლის მშენებლობაც. დღეს ვატარებთ ტურნირს, რომელშიც ჩართულები არიან სხავადსხვა ასაკის სკოლის მოსწავლეები. რუსთავში ნიჩბოსნობა სპორტის ერთ-ერთი ტრადიციული სახეობაა, უნიკალური ტბა გვაქვს, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკშია, რა თქმა უნდა ეს არის ის მთავარი გარემოება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სპორტის ეს სახეობა ქალაქში კიდევ უფრო განვავითაროთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ნიჩბოსნობის სკოლას რუსთავში გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. დღევანდელი ტურნირი რუსთავის მერიის და საზოგადოება ,,რუსთაველების“ ორგანიზებით გაიმართა.






















