
რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
მამაკაცს პოლიცია ეძებს.























