
ტესტირების პასუხს 3 დღე სჭირდება, მანამდე სავალდებულოა თვითიზოლაცია – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიაშვილმა განაცხადა.
„სულ თავდაპირველად , როცა გარეტესტირებები დავიწყეთ 20 აგვისტო იყო, მაშინ მოქალაქეებს ვეუბნებოდით რომ 24 საათში მიიღებდა პასუხს, მაგრამ გაიზარდა ტესტირებაზე მიმართვიანობა.
ლაბორატორიული სიმძლავრეები გავზარდეთ, უკვე გარე რეფერალითაც ვმუშაობთ, თბილისის დონეზე გადის ეს ტესტირებები, მაგრამ მაინც დროში ვერ ეტევა და 24 საათი პასუხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც მიემართება ტესტორებისთვის პოლიკლინიკებსა და კარვენში, აქვთ ვალდებულება რომ 3 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდნენ და 3 დღის განმავლობაში ტესტირების პასუხებს დაელოდონ“ – განაცხადა შავიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი. დღეს გამოჯანმრთელებულებს მხოლოდ 9 ადამიანი დაემატა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.
ნახეთ ვიდეო: აჭარა უკვე წითელი ზონაა – მარინა ეზუგბაიას კომენტარი























