10:04 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

რუსულ გემზე 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსულ გემზე 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამხრეთ კორეის ბუსანის პორტში შესულ რუსულ გემზე ეკიპაჟის 16 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გემი, რომელზეც სულ 21 მეზღვაური იმყოფებოდა, ქალაქ ვლადივასტოკიდან გამოვიდა და ბუსანის პორტში ორი დღის წინ შევიდა.

 

როგორც წყარომ CNN-ს განუცხადა, დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც მეზღვაურებთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინშია გადაყვანილი.

ავტორი: Prime Time

X