15:41 | 2020-05-21 ავტორი: ნინი ტაველიძე

რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ – NATO-ს სამხედრო ძალები

რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ – NATO-ს სამხედრო ძალები

რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები „ნატო-ს“ საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებენ.

 

რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია
2020-05-20რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია

 

ორი რუსული „ტუ-22“, რომლებსაც თან ახლდა ორი „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშე, თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიისკენ. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.

 

„საპასუხოდ, ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გააგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები.

 

მათ არ მისცეს საშუალება რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X