12:20 | 2020-05-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას – დავით ქაცარავა

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას – დავით ქაცარავა

„რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას, რაც ბორდერიზაციის მოსამზადებელ ქმედებას წარმოადგენს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა წერს.

 

„დღეს, 30 მაისს, ჩვენი ანტისაოკუპაციო მოძრაობის საპატრულო ჯგუფი იმყოფებოდა ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. დღევანდელი მდგომარეობით

 

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსებმა დაბა აიბღა წაართვეს- საკუთარი კურშაველის შექმნა სურთ?
2020-05-15ოკუპირებულ აფხაზეთს რუსებმა დაბა აიბღა წაართვეს- საკუთარი კურშაველის შექმნა სურთ?

 

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას, რაც ბორდერიზაციის მოსამზადებელ ქმედებას წარმოადგენს.

 

დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ როგორც განახლებული, მკაფიოდ მარკირებული ხეები, ასევე ახლად შეღებილი ნიშნულები.

 

ფაქტობრივად, ჩვენ „სველ” კვალზე გავყევით ოკუპანტებს, რომლებიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამზადებენ ბორდერიზაციას.

 

ერთ-ერთ ადგილას კი აღმოვაჩინეთ „ხაფანგი”, რომელიც განკუთვნილი იყო გაეკონტროლებინა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე „უცხო” პირების გადაადგილება.

 

ბუნებრივია, ჩვენ გაგვაჩნია ყველა მტკიცებულება იმისა, რაზეც ვსაუბრობ ამ პოსტში. ფოტო-ვიდეო მასალა, ჯიპიეს კოორდინატები წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში სპეციალურ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იქნებიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დიპ-კორპუსის წარმომადგენლები.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლება შეეცდება არ დაადასტუროს, ან სრული იგნორირება გაუკეთოს ამ ინფორმაციას, თუმცა, თუ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან,

 

ჩვენ ბუნებრივია მიუხედავად ხელისუფლების ჩვენდამი არსებული ნეგატიური დამოკიდებულებისა, მზად ვართ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია.
დანარჩენ დეტალებზე შემდგომ სტატუსში მოგახსენებთ“, – წერს დავით ქაცარავა. 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X