17:14 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

რუსული ვექტორისთვის ერთ მტკაველს არ გავინძრევი – თაკო ჩარკვიანი

რუსული ვექტორისთვის ერთ მტკაველს არ გავინძრევი – თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ , 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პრორუსულ პარტიებს მხარს არ დაუჭერს↓↓↓

გამოვრიცხავ პრორუსულ პარტიებს და მის წარმომადგენლებს მხარი დავუჭიროთ არჩევნებზე.

მე არ მეგულება არცერთი სოფელი, არცერთი კუთხე, არცერთი დაბა, სადაც ამომრჩეველს შევთავაზებ და ვაჩუქებ პარლამენტში მანდატს პუტინს. „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში ამაზე ვთანხმდებით.

თუ გადაწყდება, რომ ჩვენ მივდივართ დასავლური ვექტორი ერთად და ერთმანეთს მივეშველებით, მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ მხარს დავუჭერთ, რაზეა საუბარი. მაგრამ მაგალითად ნინო ბურჯანაძეს, რუსული ვექტორისთვის ერთ მტკაველს არ გავინძრევი

– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ მისი პარტიის მხარდაჭერა გადაიფიქრა↓↓↓

არ მაინტერესებს თაკოს კომენტარები, ეს სხვისგან არ მომისმენია, თუ ახალი დღისწერიგი აქვთ ამას მეტყვიან.

ჩემი ამოცანა არ არის ვინმეს მხარდაჭერა ან არ მხარდაჭერა, მე გაბრაზებული არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. თაკო ჩარკვიანს არ ვთვლი პოლიტიკოსად, მისი განცხადებები ჩემთან დაკავშირებით არის პოლიტიკისგან შორს

-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

 

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი საქართველო“ და სხვა პოლიტიკური პარტიები შედიან, „ლეიბორისტულ პარტიაში“ შეხვედრების მონაწილეა და წესით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მსჯელობენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

მაჟორიტარები, როგორც განხეთქილების საბაბი - რა ბედი ელის ოპოზიციას?!
2020-06-02მაჟორიტარები, როგორც განხეთქილების საბაბი - რა ბედი ელის ოპოზიციას?!

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X