
ანა დოლიძეს ახლახან მეორე შვილი შეეძინა. პოლიტიკოსი ქალბატონი უკვე ფორმაში ჩადგა და თავის გვერდზე ლაივჩართვაც შემოგვთავაზა კლინიკიდან, სადაც მშობიარობასა და შემდგომ პერიოდზე და ასევე შვილის შესახებ ისაუბრა.
„პატარა პაუზის შემდეგ მოგესალმებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გითხრათ ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მივდივართ სახლში, უკვე მესამე დღეა. ძალიან დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ მე, პატარა კრავაიმ და ჩემმა ოჯახმა. მქონდა რვასაათიანი მშობიარობა, ექვსი საათი ისე რა და ორი საათი ინტენსიური. იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისგან და მეუღლისგან.























