09:10 | 2020-05-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს

Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს

ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს. Ryanair-ის საიტზე ფრენის განრიგი უკვე ხელმისაწვდომია.

 

მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 5 ივლისის რეისებზე.

 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი თავისი რეისების 40%-ის აღდგენას პირველი ივლისიდან გეგმავს.

 

ავიაკომპანია დღეში დაახლოებით 1 000-მდე რეისს შეასრულებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X