00:10 | 2021-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებაზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებაზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

აღდგომის დღესასწაულისთვის რაიმე კონკრეტული შეზღუდვების გეგმა დღეს არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

რატომ არ აიცრა პრემიერ-მინისტრი აქამდე - თამარ გაბუნიას განმარტება 
2021-04-06რატომ არ აიცრა პრემიერ-მინისტრი აქამდე - თამარ გაბუნიას განმარტება 

 

„გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე რჩება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება.

 

ნებისმიერ შემთხვევაში ის, რაც არის ზოგადი წესები მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ეკლესიებში დასაცავად, ხალხმრავლობის შემცირებისა და ასევე გარე სივრცის გამოყენების კუთხით, ეს ძალაში რჩება, მაგრამ მეტი კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X