23:44 | 2021-10-10 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი არის დასავლეთის ვარსკვლავი – გუბაზ სანიკიძე 

სააკაშვილი არის დასავლეთის ვარსკვლავი – გუბაზ სანიკიძე 

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და ექსპრეზიდენტის მიერ შიმშილობის დაწყებას ეხმაურება.

 

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა წამზომი ჩაურთო ყველას.

 

სიტუაცია დამძიმდა, უჭირს საუბარი, სიარული... მიშას აქვს სისხლის დაავადება - სააკაშვილის ექიმი
2021-10-10სიტუაცია დამძიმდა, უჭირს საუბარი, სიარული... მიშას აქვს სისხლის დაავადება - სააკაშვილის ექიმი

 

„ოპოზიციას აქვს ახლა გასავლელი გოლგოთის გზა, როგორ მივიდეს მეორე ტურამდე, მაგრამ 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურების ბედს გაარკვევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ის არის დასავლეთის ვარსკვლავი, მან პოსტსაბჭოთა სივრცეში გააკეთა ისეთი რეფორმები, რასაც ევროპაში ათწლეულები დასჭირდებოდა. აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთში, ბალტიის პირეთში სააკაშვილის სახელი განთქმულია.

 

მე ვიცი ჩემი ადგილიც და როლიც, თუ რა უნდა გავაკეთო იმ ექსტრემალურ მომენტში, რაც ახლა ხდება. მე ვარ სააკაშვილის მოკავშირე და თანამებრძოლი და მიმაჩნია, რომ მისი პერსონა გადამწყვეტია, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X