16:06 | 2021-11-12 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი არის მხნედ, თუმცა ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, სადაც უნდა იყოს – მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

სააკაშვილი არის მხნედ, თუმცა ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, სადაც უნდა იყოს – მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი ამბოსბ, რომ სააკაშვილი არის მხნედ, თუმცა ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, სადაც უნდა იყოს. ამის შესახებ ადვოკატმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების შემდეგ განაცხადა.

 

„შეშფოთებას იწვევს, თუ როგორ უნდა იგრძნოს მან თავი აქ უსაფრთხოდ, რადგან რაიმე ფაქტის შემთხვევაში, არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, მაგრამ ვამბობ, რომ ის შესანიშნავ განწყობაზეა. მსგავს შემთხვევას აშშ-ში ვერ შეხვდებით და არ არის შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართალს. ეს არ არის დაწესებულება, სადაც ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს“, – განაცხადა სენდვიჯმა.

 

...უცებ წამომივიდა ძალიან ცუდი ფიქრები, ღმერთო, რატომ არ კვდება, მოკვდეს-მეთქი - შალვა კეკელია
2021-11-12...უცებ წამომივიდა ძალიან ცუდი ფიქრები, ღმერთო, რატომ არ კვდება, მოკვდეს-მეთქი - შალვა კეკელია

 

კითხვაზე, ხელისუფლების მიერ დარღვეულია თუ არა კანონი, ადვოკატი აცხადებს, რომ საკითხზე ვერ ისაუბრებს.

 

„არ ვარ საქართველოს სამართლის სპეციალისტი და არ შემიძლია, ამაზე ვისაუბრო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში არ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის პერსონალურ უსაფრთხოებაზე. ითქვა, რომ აქ ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც იმყოფება იმ პირებთან ერთად, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში გასამართლდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, ხელისუფლება როგორ შეძლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსგავს დაწესებულებაში.

 

ვნახე კადრები და საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცნენ მას. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მსგავსი მოპყრობა არ არის მართებული, განსაკუთრებით წინანდელი პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდეტნი, მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი შეწყვეტს შიმშილობას იმ შემთხვევაში, თუ მას სათანადოდ უმკურნალებენ.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X