14:09 | 2021-10-02 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე, რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა – კახა კალაძე

სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე, რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა – კახა კალაძე

“მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ ჩადენილ დანაშუალებზე, რომელიც მან ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განუცხადა.

 

„დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი.

 

რაც შეეხება იმას ვინ რა იცოდა, შესაძლოა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის გაჟღერების. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X