23:56 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სააკაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია

სააკაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია რეფორმების დარგში, – ამის შესახებ უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ადეიშვილი უკვე მეორე მთავარ პროკურორთან მუშაობს უკრაინაში.

 

„ადეიშვილი არის მთავარი მრჩეველი გენერალური პროკურორის, რომელიც მათ შორის დაფინანსებულია ამერიკული პროგრამის მიერ. ის იყო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და 80 პროცენტი გაცხრილა. ის იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც რეფორმების დარგში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ადეიშვილი ქვეაყანში არ იმყოფება და მას სასჯელი არ მოუხდია.

 

ასევე, ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს ტელეკომპანია იბერიას სამაუწყებლო ლიცენზიის საქმეზე.

 

წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.

 

ამავე გადაცემიდან ნახეთ: ოდესაში ხალხი ქუჩაში მაჩერებს, მეფერება, მკოცნის, ხელს მართმევს – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X