20:13 | 2020-03-30 ავტორი: თამთა თორდია

სააკაშვილი და მისი ხროვა მავნებელი სპეკულანტები არიან – შოთა ხაბარელი 

სააკაშვილი და მისი ხროვა მავნებელი სპეკულანტები არიან – შოთა ხაბარელი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი საკუთარ facebook გვერდზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერს.

 

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი ხროვა მავნებელი სპეკულანტები არიან.

 

„სააკაშვილს და ნაცებს დაახლოებით ვიცით რაც უნდა ვუპასუხოთ:

 

სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მარადიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნის და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ.

 

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვის და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

 

ამ გააზრებული და ეფექტური პოლიტიკის ნაწილია თანამემამულეთა გეგმაზომიერი დაბრუნების დაგეგმარება აღსრულება და კონტროლი.

 

ჩვენ, პირველი ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში, ვინც პანდემიის დროს მოქალაქეების სპეც.რეისებით დაბრუნება დაიწყო სამშობლოში

.

დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტი (ტრამპი რომ ამაყობს, იმაზე მეტი) მოქალაქე დავაბრუნეთ ისე, რომ არც მათ (დაბრუნებულებს) და არც ქვეყანას დამატებითი რისკები არ შექმნია.

 

ჩვენი პოლიტიკა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხო და გეგმაზომიერი დაბრუნებას და ასეც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით.

 

რაც შეეხება ავანტირუისტებს, რომლებიც ამ თემით უსინდისოდ სპეკულირებენ და ერთი სული აქვთ რამენაირად უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ ადამიანებს, უმართავი გახდეს სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვას პროცესს და პანდემიის გამო საქართველოც ჩამოშლის ზღვარზე დადგეს ზოგიერთი სხვა ქვეყანასავით.

 

საშინელებაა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მზად ხარ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ეს უსურვო და არათუ უბრალოდ უსურვო, არამედ იმოქმედო ამ შედეგის მისაღებად.

 

თუმცა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.

 

განსაცდელში ჩავარდნილ ხალხზე ზრუნვის კუთხით, ნაცების ბიოგრაფიის ნაწილია აგვისტოს ომში ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეული მთავარსარდალი და წითელ ხიდს მიმწყდარი მათი პოლიტიკური ელიტა, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორი და შიდა ქართლის სოფლები, ოკუპანტს შეტოვებული უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი და ჩვენი გმირების მიტოვებული ცხედრები;

 

ერთხელ, ხომ უკვე დააბრუნა ავანტურისტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები თავის ავანტიურების გამო სატვირთო თვითმფრინავებით (გამოყრა).

 

ამიტომ ახლა მოეშვან მავნებლობას, საკუთარი ხალხის და ქვეყნის დაზიანების კიდევ ერთ სამარცხვინო მცდელობას და მართლა დარჩნენ (დაეტიონ) სახლებში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, – წერს შოთა ხაბარელი.

ავტორი: თამთა თორდია

X