14:14 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სააკაშვილი დარბის მოედნიდან მოედანზე, სახურავზე, როგორც შინაური კატა – ვლადიმერ პუტინი

სააკაშვილი დარბის მოედნიდან მოედანზე, სახურავზე, როგორც შინაური კატა – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ამის შესახებ georgianjournal-წერს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და მისი უახლოესი მეზობელი ქვეყნის ჩამოშორებას, პუტინმა უპასუხა:

„ისინი არამხოლოდ ჩამოშორდნენ ერთმანეთს, არამედ სრულიად სხვდასხვა მხარეს წავიდნენ. ეს კი ჩვენი ბრალი არაა, ამ ყველაფერს მიხეილ ნიკოლაევიჩს (სააკაშვილს) უნდა უმადლოდნენ“, – ამბობს პუტინი.

 

„იგი გამუდმებით დარბის მოედნიდან მოედანზე, სახურავზე, როგორც შინაური კატა. ჩვენ ხშირად განვიხილავდით ამ თემას, როდესაც ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. ვფიქრობ, სააკაშვილს ემახსოვრება ის, რაც ვუთხარი: „მისმინე, ნუ შეეცდები ოდესმე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ძალის გამოყენებას. ”არა, არა, ამას არასდროს გავაკეთებ,” – თქვა მან. მაგრამ ის მაინც შეიჭრა და უკან აღარ დაიხია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X