17:09 | 2021-10-27 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილი დღეიდან უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას შიმშილობის პროცესს უმსუბუქებს – სააკაშვილის უკრაინელი ექიმი

სააკაშვილი დღეიდან უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას შიმშილობის პროცესს უმსუბუქებს – სააკაშვილის უკრაინელი ექიმი

უკრაინელი ექიმის მაქსიმ პერებინისის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეიდან სამედიცინო მეთვალყურეობაზე ამბობს უარს.

2021-10-27"ხან მოწამვლა, ხან შეშინება სცადეს, ხან რაღაც შემომითვალეს... არაფერმა რომ არ გაჭრა, მერე..." - ზურა მანჯავიძე

 

“მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, ის უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს.

 

ამ მომენტისთვის ციხის ადმინისტრაციამ მე არ მომცა წვდომა მის სამედიცინო ისტორიაზე, მისი ანალიზების შედეგებზე, მისი ტესტების შედეგებზე, და ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, მაქვს ჩემი კოლეგა სხვა ექიმებისგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა მასთან და ასევე, მაქვს ინფორმაცია თავად მიშასგან. რაც შეეხება დიაგნოზს, ეს არის სამედიცინო საიდუმლოება და მხოლოდ თავად სააკაშვილს შეუძლია ამაზე საუბარი.

 

რაც შეეხება იმას, რამდენად საჭიროებს ის სამედიცინო კონტროლს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და იქიდან გამომდინარე, რომ ის უარს ამბობს ამის მიღებაზე, ეს კიდევ უფრო გაართულებს და გაზრდის რისკებს შიმშილობის პერიოდში“, – განაცხადა მაქსიმ პერებინისმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X