
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგვაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს და ნატურალურ წვენებს ღებულობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
„ჩვენ მოგვმართა პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რაზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეცა გვეპასუხა. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და მათ შორის ერთი შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც – შეიძინა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტები.
როდესაც მან შემოსვლისას მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში როგორც იცით მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა საკუთარი ნებით მიეღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები, ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა.
რასაც ვამბობთ, თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს“, – განაცხადა რატი ბრეგვაძემ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























