16:19 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი ისეთი სწრაფია, თვითონაც არ იცის, როდის სად აღმოჩნდება – შალვა ნათელაშვილი

სააკაშვილი ისეთი სწრაფია, თვითონაც არ იცის, როდის სად აღმოჩნდება – შალვა ნათელაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:

„ნაცმოძრაობის ჩატიდან ინფორმაციამ გაჟონა“ - მამუკა მდინარაძის საგანგებო განცხადება
2021-10-01„ნაცმოძრაობის ჩატიდან ინფორმაციამ გაჟონა“ - მამუკა მდინარაძის საგანგებო განცხადება

 

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მოგვიანებით სააკაშვილმა ვიდეოებიც გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ იგი ახლა ბათუმშია.

 

 

გავრცელებულ ინფორმაციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.

 

„„ექსპრეზიდენტი ისეთი სწრაფია რომ თვითონაც არ იცის როდის სად აღმოჩნდება, უნდა დავამთავროთ ჩვენ დევნა, დაჭერა, გაგდება, დარბევა და რეპრესიები. ეს თუ არ დამთავრდა, ჩვენ სახელმწიფო არასდროს გვექნება“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X