00:57 | 2020-03-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სააკაშვილი ყვარლის სახლს თმობს

სააკაშვილი ყვარლის სახლს თმობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო, იმ ათ ადამიანს, რომელსაც თავშესაფარი და ექიმი სჭირდება, ყვარელში თავის სახლს და ორი მოხალისე მედიკოსის მომსახურებას სთავაზობს. ის ამის შესახებ თავის live-ვიდეოში საუბრობს.

 

,,რადგან ასე ცუდად წავიდა ყველაფერი, მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ, უკვე მყავს 2 მოხალისე ექიმი, რომლებიც მათ მოუვლიან.. მართალია „ემერჯენსი”, რომელიც იქვე გვერდზე იყო ჩემს მიერ გახსნილ საავადმყოფოში, მთავრობამ დახურა, მაგრამ თელავში გადაიყვანენ, თუ რამე გართულდა”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X