
აჰა, პირდაპირი აღიარება რომ პრაქტიკულად მანიპულირებდა სუსი, ჩემი აზრით ორივე მხარეს, ლგბტ და ორკებსაც და როგორ დაავალეს ორკებს, ჩემი მხარდამჭერი კარვების აღება პარლამენტიდან, რომელიც ძალიან ნერვებს უშლიდათ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„მათი პრობლემა იმაშია, ჩემი გამოსახულების თუ ასე ეშინიათ, მერე რა დაემართებათ ამ საცოდავებს ჩემი Live-ში ყურება რომ მოუწევთ – როგორ, რას გააკეთებენ, მაგასაც დავინახავთ. ამას ვამბობ, მაგრამ ამავე დროს, ნამდვილად არავის შეშინება და დაშინება ჩემი მიზანი არ არის, უბრალოდ, თავის თავს იშინებენ და მერე აქედან გამომდინარე სისულელეებს აკეთებენ,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.






















