14:52 | 2020-11-11 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი ობამას, ტრამპის და ბაიდენის წარმატებაში საკუთარ როლზე საუბრობს – რას ყვება ის

სააკაშვილი ობამას, ტრამპის და ბაიდენის წარმატებაში საკუთარ როლზე საუბრობს – რას ყვება ის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მისი პერსონა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს რეიტინგის ამაღლებაში დაეხმარა.

 

„ჯო ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ბარაკ ობამას რეიტინგს ძალიან წაადგა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა, როცა ომი ატყდა საქართველოში. მილიარდი დოლარის დახმარება ჩამოგვიტანა, რომელიც ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად, იმიტომ, რომ ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და მაშინ ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა. ეს მას ძალიან კარგად ახსოვს.

 

ეს არის კაცი, რომელიც 2009 წელს ჩამოვიდა და ქართველ ლტოლვილებთან და ბავშვებთან შეხვედრისას იტირა და ძალიან ბევრი დახმარება აღმოგვიჩინა მთელი ეს პერიოდი. ეს არის კაცი რომელიც უკრაინაში მუდმივად გვეხმარებოდა, რადგან მე უკრაინაში ვმუშაობდი და მქონდა მასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

უფრო ადრე კი, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველგან მის სახელს ახსენებდა, რადგან სურდა წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული.

 

„მაშინ ტრამპი კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სურდა, რომ წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა: ვოუ, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. მე ჩამოვედი ბათუმიდან და ყველაზე მაგარი ქალაქია. მათ ყველაზე მაგარი განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ”, – აცხადებდა სააკაშვილი.

ავტორი: Prime Time

X