
პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
ბოტკოველის თქმით, არ იცის, შეწყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას.
„მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ჩვენ შევხვდით ნეიტრალურ ზონაში. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას. სხვა არაფერი. სისუსტე მისთვის არ შემიმჩნევია”,- განაცხადა ბოტკოველმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა ბოტკოველს ჰკითხეს სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
“მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვამჩნევ ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას. ჩვენ მშვიდად და წყნარად ვისაუბრეთ, არაფერი პრობლემა კომუნიკაციაში არ გვქონია”, – თქვა ბოტკოველმა.
წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























