10:56 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი ქართულ ოპოზიციაზე შვილის მოსაზრებას არ იზიარებს – „შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“

სააკაშვილი ქართულ ოპოზიციაზე შვილის მოსაზრებას არ იზიარებს – „შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ექს-პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებას გააცნო განმარტება შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსაზრების შესახებ. სააკაშვილი ქართულ ოპოზიციაზე ედუარდ სააკაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს.

 

მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა: „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს. თვითონ [მიხეილ სააკაშვილი] არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად, რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით [მიხეილ სააკაშვილი], ამბობს: „მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ“. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც კომენტარის გაკეთების უფლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

ეს ნახეთ: ეგეთი უნამუსო, ბოროტი, დუთინა და დონდლო რანაირად გააჩინე?! – ჟურნალისტი გიული ალასანიას მიმართავს

 

 

“შვილი” – გოგი გვახარიას ახალი პროექტია, მისი პირველი გმირი კი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფროსი შვილი ედუარდ სააკაშვილი. ახალი გადაცემის პრემიერა 23 ნოემბერს შედგა.

 

ედუარდ სააკაშვილმა გადაცემაში თქვა: „ძაან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როცა მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი, რომ „აი, თქვენ არ იცით რა მოხდება“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს [მიხეილ სააკაშვილი] მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ [„ქართულ ოცნებას“] დედას ვუტირებთ, – აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა და დაამატა, – მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X