
„დავამხობდი, რასაკვირველია”, – ასე პასუხობს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი „რეპორტიორის“ ჟურნალისტის შეკითხვას, დაამხობდა თუ არა ხელისუფლებას ძალადობრივი გზით, ზვიად გამსახურდიას ნაცვლად რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.
„კი, იგივეს გავუკეთებდი, იმიტომ რომ იმდენი შეცდომა დაუშვა… მაგან (ზვიად გამსახურდიამ) დააქცია საქართველო, ომები დაიწყო ყველგან… აფხაზებს 26-24-ზე მისცა (სავარაუდოდ, გულისხმობს ეროვნულ კვოტას აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში), მაშინ წავაგეთ აფხაზეთი… ოსეთში ვინ შეიყვანა ჯარი,“ – ზვიად გამსახურდიამ…”, – ამბობს თენგიზ კიტოვანი.
1991-92 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტს თენგიზ კიტოვანი არ აღიარებს:
„ვინ იყო კანონიერი, რას მელაპარაკებით? იგივე უკანონობა ხდებოდა მაშინაც, რომ ჩამოვიდნენ მეგრელები: “ამ სახლში მე შევალ, იმ სახლში მე შევალ… აი ეს ხდებოდა.
მერაბ კოსტავას მკვლელობა ზვიად გამსახურდიას ინტერესში შედიოდა, იმიტომ რომ ის უნდა დარჩენილიყო ერთადერთ ლიდერად…”, – აცხადებს თენგიზ კიტოვანი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















