15:05 | 2021-09-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“სააკაშვილი თავის თავის მტერიცაა”- ნათელაშვილი სააკაშვილს უპირისპირდება 

“სააკაშვილი თავის თავის მტერიცაა”- ნათელაშვილი სააკაშვილს უპირისპირდება 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ემაურება, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსი აღარ ესინჯება:

 

“მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება,რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ქართულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე ქართველ ხალხთან.

 

პარტიებს პულსი, რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ამ წუთისათვის ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო მანამდე ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტ-დევნილებს საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან.

 

P.S სხვათაშორის, 2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორად მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა. თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო, არა მრავალპარტიული გარემო ეს ნიშნავს რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა, რაც ძნელი დასაჯერებელია”,- წერს ნათელაშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა:

 

“რა თქმა უნდა, მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე, როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასტაბით. სხვა პარტიებს თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯება, ეს ასეა, ვიცი, რაც ხდება”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X