10:19 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

„სააკაშვილი უკრაინაში ახლა ქართველების საქმეს აკეთებს“ – ნიკა მელია

„სააკაშვილი უკრაინაში ახლა ქართველების საქმეს აკეთებს“ – ნიკა მელია

 

„მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში იმ დოზით ჩართული, რა დოზითაც ეს ადრე ხდებოდა. მას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა დაკისრებული უკრაინაში,

 

45-მილიონიან ქვეყანაში“ – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

 

ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს აუმხედრდა: გაოგნებული დავრჩი, სრულიად გაუგებარია...”
2020-05-26ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს აუმხედრდა: გაოგნებული დავრჩი, სრულიად გაუგებარია...”

 

„ბუნებრივია, ქართული პოლიტიკიდან მთლიანად დისტანცირებული სააკაშვილი ვერ იქნება და არც უნდა იყოს,

 

მაგრამ ყოველდღიურ პოლიტიკაში არ მიიღებს მონაწილეობას. მე მაქვს მასთან კომუნიკაცია, მაგრამ არა ინტენსიური

 

ბოლოს 4 დღის წინ ვესაუბრე. ძირეული, ფუნდამენტური საკითხები პარტიამ დამფუძნებლის გარეშე არ უნდა განიხილოს,

 

მაგრამ სააკაშვილი უკრაინაში ახლა ქართველების საქმეს აკეთებს.

 

ეს ბედი მას ხვდა წილად, განგებამ უბოძა ეს შესაძლებლობა. მინდა მჯეროდეს, რომ ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს“

 

Video: ნიკა მელია შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
2020-05-01Video: ნიკა მელია შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ავტორი: Prime Time

X