
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მეორე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასურსათო კალათებს არიგებენ.
პროდუქტი დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ხანდაზმულებს გადაეცა.
ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგი გიგიტელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში 30-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახი შეირჩა.
„ჩვენ შევარჩიეთ გაჭირვებული ოჯახები, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ და მეტი ყურადღება სჭირდებათ. ასეთი აქციები და მოხუცების დახმარება კიდევ გაგრძელდება“,- განაცხადა გიგიტელაშვილმა.
მსგავს ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერები, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















