18:17 | 2021-11-10 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილია

სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა სასამართლო კოლეგიამ 29 ნოემბერს ჩანიშნა. სააკაშვილის დაცვის მხარე დღევანდელი სასამართლოთი უკმაყოფილოა. მათი განცხადებით, სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, შუამდგომლობები კი ეხებოდა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას.

 

„სასამართლომ დაადასტურა, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. პროკურორები იქცნენ დავალებების შემსრულებლებად კი არა, სუსის გზავნილების გამტარებლებად. მათ დადგეს სცენა, თითქოს პროკურატურა ითხოვდა პროცესის დისტანციურ რეჟიმში გამართავს და ვითომ სასამართლო ამას შეეწინააღმდეგა“, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა
2021-11-107 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

 

რაც შეეხება პროცესს, სხდომაზე ბრალდების მხარეს დაგეგმილი ჰქონდა მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა იმის გამო, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპამდე სხდომა ვერ მივიდა. პროცესის დასასრულს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯა. იმის გამო, რომ სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს და იმყოფება პატიმრობაში, სასამართლომ ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა გააუქმა.

 

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 

„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე ბრალდებულთა შორისაა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსანი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1-ელ აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შეეფარდათ.

ავტორი: Prime Time

X