12:41 | 2021-10-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა პოლარიზაცია და დაპირისპირება, ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ გვაქვს შუა გაკრეფილი – ხათუნა სამნიძე

სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა პოლარიზაცია და დაპირისპირება, ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ გვაქვს შუა გაკრეფილი – ხათუნა სამნიძე

გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ შეკითხვებს „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ უპასუხა.

 

„მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ჰქონდა უფლება, რომ დაბრუნებულიყო ქვეყანაში. რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელია, იმ ამბავი რომ მან ეს გააკეთა არჩევნების წინ. მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო 43%-ზე მეტი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეორე ტურები, ძალიან დიდი შანსი, რომ ოპოზიციური მერები გვყავდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი ამოცანა.

 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
2021-10-05მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს

 

აქედან გამომდინარე მე არ ვარ კმაყოფილი და ბედნიერი იმ შედეგით რაც გვაქვს. ის პირობა, რომელზეც მოველაპარაკეთ, შევუთანხმდით საზოგადოებას და მთელი საარჩევნო კამპანია იყო, რომ თუ „ქართული ოცნება“ აიღებს 43%-ს, ჩვენ ვისაუბრეთ რიგ გარეშე არჩევნებზე, დღეს ეს საკითხი გაქრა დღის წესრიგიდან, გადადებულია გვერდზე…

 

სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა პოლარიზაცია და დაპირისპირება, ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ გვაქვს შუა გაკრეფილი და ვხედავთ, რომ მცირე პარტიები დაზიანდნენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X