19:08 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის და მისი კლასტერის მიზანი კვლავ დესტრუქცია იქნება – გია ვოლსკი

სააკაშვილის და მისი კლასტერის მიზანი კვლავ დესტრუქცია იქნება – გია ვოლსკი

სააკაშვილის და მისი კლასტერის მიზანი დესტრუქციული პოლიტიკის განვითარება კვლავ იქნება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა

 

გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

 

გია ვოლსკი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა.

 

„რასაკვირველია, ამ ვითარებაში, სააკაშვილის პლატფორმა სადაც არ უნდა იყოს, გინდა მაგ თანამდებობაზე, გინდა სხვაგან რა საკვირველია ყოველთვის ექნება  მას მიზანი საქართველოში იმ დესტრუქციული პოლიტიკის განვითარება რასაც ის ღიად ლაპარაკობს თავის ეთერებში და ღიად ლაპარაკობენ მისი წარმომადგენლები. ე.წ სააკაშვილის კლასტერი საქართველოში.

 

მიმაჩნია, რომ ეს პოზიციაც რაც აქვთ ახლა, რომ საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები იმ სქემით, რაც არსებობს ანუ დესტრუქცია მოხდეს საარჩევნო

 

სისტემის მიმართ გალაშქრება, ესეც სააკაშვილის ერთ-ერთი გენიალური შემოქმედების ნაწილია“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

ავტორი: Prime Time

X