11:04 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

„სააკაშვილის დონის პოლიტიკოსი საქართველოში არ არსებობს“- „ნაცმოძრაობაში“ ექსპრეზიდენტის სამშობლოში შესაძლო დაბრუნებას აფასებენ

„სააკაშვილის დონის პოლიტიკოსი საქართველოში არ არსებობს“- „ნაცმოძრაობაში“ ექსპრეზიდენტის სამშობლოში შესაძლო დაბრუნებას აფასებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სამშობლოში ბრუნდება, ასეთი დაპირებით ექსპრეზიდენტმა ქართველ ხალხს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.

 

რამდენად რეალურია მსჯავრდებული სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და რატომ უნდა ენდოს მას ახლა ხალხი, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს:

 

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა რეალურია და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.  ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ სამყაროში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დაბრუნდეს სამშობლოში“,- გვითხრა შაშკინმა.

 

კითხვაზე, ამჯერად, რატომ უნდა დაუჯეროს მას ხალმა, რომ საქართველოში ნამდვილად ჩამოვა, შაშკინი გვპასუხობს:

 

„სააკაშვილის მიერ არასოდეს არ იყო დაპირება გაცემული, რომ კონკრეტულ თარიღში ჩამოვიდოდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ნათქვამი რამდენჯერმე, რომ იგივე 2020 წელს, რომ არჩევნების შემდეგ, ის საქართველოში ჩამოვიდოდა და რა დაირღვა?

 

სააკაშვილის პოლიტიკური დონის, პოლიტიკური კაპიტალის მქონე ადამიანი საქართველოში არ არსებობს.  მას აქვს ყველაზე მეტი მაღალი პოლიტიკური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, მას საქართველოში ქართველი ხალხი დახვდება, თავის გეგმებზე თვითონ მოგახსენებთ“,- გვითხრა შაშკინმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ექსპრეზიდენტმა აღნიშნული დაპირება დასცა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X