14:27 | 2021-11-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სააკაშვილის განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა მის უცვლელობაში – ნათელაშვილი

სააკაშვილის განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა მის უცვლელობაში – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ,რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა?

 

„ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვამთ ყანწებით და მოგვეშვება“ - ელენე ხოშტარია
2021-11-30„ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვამთ ყანწებით და მოგვეშვება“ - ელენე ხოშტარია

 

თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან.

 

ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად.

 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რევოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X