00:54 | 2021-10-14 ავტორი:

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთ მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთ მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, შეიქმნა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს ყველა წინამორბედს 2012 წლიდან და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება პატიმრის უფლებების დაცვას. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იუსტიციის სამინისტროს თხოვნას. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ინტერესი მდგომარეობს უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვაში.

 

დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთმანეთს საჭიროებისამებრ რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. ასევე, სახალხო დამცველს ეთხოვა, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა. მადლობა მინდა, გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც დღეს შეკრიბა ექიმები და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გამართა.

 

ცნობისტვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ შიმშილობს. როგორც სააკშვილის პირადი ექიმი განმარტავს საკვების მიურებლობის გამო სააკაშვილის ჯანმრელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X