
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციუცი სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, წაქცევის შემდეგ ის საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.






















