
„მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა – ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი!“
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს.
„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს.
ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და პირადად მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა – ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა.
მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე წამების სცენებს ციხეებში ოპოზიცია დგამდა“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, მერაბიშვილის მხრიდან ითქვა, რომ ყველაფერი რაც მათ გააკეთეს დანაშაული არ არის.
„თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას, რადგან არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია.
შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას.
ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხისა და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გუშინ, ყოფილმა შს მინისტრმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმემ მის ოჯახის კომფორტს ზიანი მიაყენა და საშუალების მიუხედავად, მან ეს დარტყმა არ შეამცირა.






















