
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, უკრაინული რადას დეპუტატი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო საქართველოდან გუშინ გაემგზავრა და ახლა ის უკრაინაშია.
რატომ მიიღო იასკომ გამგზავრების გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ, ამ კითხვით საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დავუკავშირდით.
როგორც მან განაცხადა, იასკო სამშობლოში საქმის გამოა წასული და მალე დაბრუნდება…
“ლიზა წასულია და მგონი, მალე ჩამოვა, საქმეზეა წასული… როგორც ვიცი, მას აქვს საშუალება მიშასთან შევიდეს, მალე დაბრუნდება და…
– გაიცანით ლიზა?
– კი, შევხვედრილვარ. სხვებიც ჩამოვიდნენ უკრაინიდან და რა ვიცი… მოგეხსენებათ, მას ადვოკატებთან შეხვედრა შეეზღუდა. ახლა, მიშა უფრო სუსტადაა, მაგრამ შემართება ისევ ისეთივე აქვს, როგორც მანამდე ჰქონდა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























