12:48 | 2021-10-14 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც მოემართებიან

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც მოემართებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, რომელიც დღეს საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება, რეგიონებიდანაც უერთდებიან.

 

ამ დროის ინფორმაციით, აქციაზე დასასწრებად ავტომობილების კოლონა ფოთიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან თბილისისკენ უკვე გამოემართა. აქციას უერთდება ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X