
ნიკა მელიასთან სკანდალური საჯარო დაპირისპირების შემდეგ გუბაზ სანიკიძეს მისი გამოსვლები სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაახსენეს.
„ეს იცავს სააკაშვილს ნიკა მელიასგან“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეო-კოლაჟის კომენტარებში.
ერთ-ერთ გამოსვლაში (2009 წელი) გუბაზ სანიკიძე იმითაც კი ინტერესდება, თუ ვინ მოანათლინებს ბავშვს სააკაშვილს, ვინაიდან სანიკიძე მიიჩნევდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი ცოდვები აქვს.
„ძალიან მაინტერესებს ის ადამიანი, ვინც სააკაშვილს მოანათლინებს შვილს. სააკაშვილმა ამ ხუთ წელიწადში იმდენი ცოდვები დააგროვა… მოგეხსენებათ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ნათლია უნდა შეირჩეს ცოდვების სიმცირით. სააკაშვილის მონათლული ბავშვი ძალიან დამძიმებული ივლის მთელი ცხოვრება ნათლიის ცოდვებით“, – აცხადებდა გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოღალატედ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ მან რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა.






















