
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც კელი დეგნანი ამბობს, ვაშინგტონიც და აშშ-ის საელჩოც ყურადღებით ადევნებენ თვალს ექსპრეზიდენტის გარშემო არსებულ მოვლენებს.
ელჩმა ასევე არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე პერიოდი იყოს მშვიდი.
„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებას აქცევს სააკაშვილთან დაკავშირებულ მდგომარეობას, მის სიტუაციას. ასევე, ვაშინგტონი და აშშ-ის საელჩო ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის გარშემო არსებულ მოვლენებს.
მიმაჩნია არსებობს სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე მოხდეს, პროგრამების გაცნობის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















