
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის რეჟიმის დაბრუნება წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.
„შესაძლებელია საზოგადოების ნაწილს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება ვინმეს უნდა. ეს არის ქვეყნის წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















