21:39 | 2020-04-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღეს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

ამ ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, „იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ, აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად“, – დაწერა ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

 

ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა „ფეისბუქლაივში“ ამბობს, რომ ბიბლიოთეკის „დემონტაჟს“ აპირებს, ისმის დაუდგენელი საგნების სროლისა და მსხვრევის ხმა, ხოლო შემდეგ აჩვენებს, როგორ დგას ცეცხლწაკიდებული ბიბლიოთეკის წინ.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X