
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დრო ცნობილია. – წერს „ჯიემთივი“. წყარო აცხადებს, რომ იგი საქართველოში ოთხ ოქტომბერს, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დილის საათებში უკვე იქნება სარფის საზღვართან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად“. – წერს „ჯიემთივი“ და დასძენს:
„ამასთან, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებსაც მოუწოდა საქართველოში ჩამოსვლა.
„მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის მიმართვაში“.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე ⇓






















