
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
ჯერჯერობით უცნობია, სააკაშვილის შემოყვანის სანაცვლოდ მიიღეს თუ არა ფინანსური სარგებელი საქმეში ბრალდებულებმა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















