18:07 | 2021-10-28 ავტორი:

სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს – კარლ ჰარცელი

სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს – კარლ ჰარცელი

“საკვანძო საკითხია, რომ მისი, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას.”,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საუკეთესო რჩევა იქნება რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

„აქამდეც გვითქვამს, რომ ჩვენ მესამე პრეზიდენტის საქმეს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. საკვანძო საკითხია, რომ მისი, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს თვალყურს ადევნებენ კარგი ავტორიტეტული ორგანოები, როგორიცაა სამედიცინო საბჭო და სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი საუკეთესო რჩევა იქნება მათი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X